GT Group-ის პირველი პროექტი ევროპაში!

GT Group-მა ევროპაში პირველი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვს 8 ერთეული სპეცტექნიკა, Iveco-ის ნახევრადმისაბმელიანი უნაგირა საწევარა - მისაბმელით გადასცა. დედაქალაქი აღნიშნულ ტექნიკას გამოიყენებს ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის.

IVECO კომერციული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია GT Group.