გაიცანით IVECO-ს მძღოლის მეგობარი, თქვენი ხმოვანი კომპანიონი!
IVECO-ს მძღოლის მეგობარს, IVECO DRIVER PAL-ს, მძღოლის ცხოვრება, მუშაობისას, ახალ დონეზე აჰყავს და მას მძღოლის საუკეთესო თანამგზავრად და კომპანიონად გადააქცევს: მძროლს შეუძლია ესაუბროს ავტომობილს (ხმის მეშვეობით და ავტომძღოლების მრავალრიცხოვან საზოგადოებას (თემს) და გამოიყენოს IVECO-ს დაკავშირებული სერვისები, Amazon Alexa-ს ხმოვანი ბრძანებების საშუალებით.
IVECO-მ შექმნა „ალექსას“ ორი მნიშვნელოვანი უნარი-სისტემა (MYCOMMUNITY და MYIVECO), „ამაზონის“ ვებ-სერვისებან თანამშრომლობით. ეს სისტემა მძღოლს ეხმარება იშრომოს უფრო კომფორტულ პირობებში და უსაფრთხოდ. ამ ინოვაციების ნახვა და გამოცდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს: „ივეკოს“ მართვისას თუ სახლში ყოფნისას. გქონდეს უწყვეტი ურთიერთობა მძროლების თემთან.
ექსკლუზიური MYCOMMUNITY - სისტემა საშუალებას გაძლევთ ესაუბროთ და დაიხმაროთ სხვები და დაეხმაროთ სხვას, „ივეკოს“ მძღოლთა თემში: თქვენ შეგიძლიათ გაცვალოთ ინფორმაცია საცობზე, მოძრაობის მდგომარეობაზე, ბენზინის გასამართ სადგურებზე, მძღოლებისთვის გამოყოფილ დასასვენებელ ადგილებზე, თქვენს კოლეგებთან - და იცოდეთ რომ ამ დროს, უცხო ენა აღარ არის ბარიერი, რადგან მესიჯები ავტომატურად გადაითარგმნება! MYIVECO-ს სისტემა: გამოსცადეთ ექსკლუზიური თანამშრომლობის შესაძლებლობა „ივეკოს“ მძღოლის მეგობრის მეშვეობით.
IVECO-ს მძღოლის მეგობარი - IVECO DRIVER PAL-ის სისტემა, დაწყვილებული „დაკავშირების ყუთთან“ (ე.წ. Connectivity Box), საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ აკუმულატორის დატენვა, წნევა საბურავებში, სითხეების შევსების დონე; ასევე, დანიშნულების ადგილი, ნავიგაციის სისტემაში, ან დაჯავშნოთ სერვისი, „ივეკოს“ უახლოეს სახელოსნოში. ამაზონი, ალექსა და ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, წარმოადგენენ Amazon.com, Inc-ის ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების სავაჭრო ნიშნებს.