IVECO S-WAY

სრულიად ახალი კაბინით, საწვავის შესანიშნავი ეკონომიით და მოწინავე ტექნოლოგიით, IVECO S-WAY-ს სატვირთო ავტომობილი წარმოადგენს სრული კომპლექტაციის მქონე, სატრანსპორტო გადაწყვეტას, რომელიც მძღოლს სთავაზობს შესანიშნავ პირობებს, კაბინაში მუშაობისას და მომგებიან პირობებს - მფლობელებს, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ფლობის სრული ხარჯების შემცირების მიმართულებებით.

ეს სატვირთო ავტომობილი, წესით, ყველა მძღოლისთვის შთაგონების წყარო უნდა გახდეს, რადგან იგი დაპროექტებულია მძღოლის საჭოროებების გათვალისწინებით; ახალი კაბინა ვრცელია და მდიდარია კომფორტაბელური ელემენტებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. იგი ნამდვილად ახალი სახლია მძღოლისთვის!

სამი (3) ფაქტი IVECO S-WAY-ის შესახებ

4%-მდე საწვავის ეკონომია

+
ახალი აეროდინამიკითა და კაბინის ახალი დიზაინით.

სატვირთო ავტომობილის ყველა, მცირე დეტალიც კი, გულდასმით იქნა შესწავლილი ავტომობილის აეროდინამიური თვისებების გასაუმჯობესებლად: ყველა სივრცე თუ ღრიჭო დაიხურა - ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჰაერის ნაკადის ოპტიმიზაციას და საწვავის ეფექტურად ხარჯვას.

designed around the driver 

ავტომობილის მართვის პრემიუმ-ხარისხის კომფორტი
+
ავტომობილის მართვის პრემიუმ დონის კომფორტი.

მძროლისთვის განკუთვნილი მთელი სივრცის ახლებური პროექტირება ემსახურებოდა მიზანს, გაზრდილიყო ფართობი და გაუჯობესებულიყო ხილვადობა მძღოლისთვის. ავტომობილის ყველა, მცირე დეტალიც კი, გულდასმით იქნა შესწავლილი, გზაზე მძღოლის საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით.

premium driving comfort 


რაციონალური და მძლავრი

+
IVECO S-WAY გვთავაზობს საწვავის შესანიშნავ ეკონომიას და სისტემის მდგრადობას, ავტომობილის ფლობის სრული ხარჯების დაბალი მაჩვენებლით; ეს ყველაფერი, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების შედეგია!

IVECO S-WAY გვთავაზობს საწვავის შესანიშნავ ეკონომიას და სისტემის მდგრადობას, ავტომობილის ფლობის სრული ხარჯების დაბალი მაჩვენებლით; ეს ყველაფერი, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების შედეგია!

 

განსაკუთრებული და ფუნქციონალური დიზაინი

ახალი აეროდინამიკური თავისებურებები და სტილი
მართე შენ სტილში
სრულიად ახალი კაბინა
კაბინის დიზაინი მთლიანად იქნა შეცვლილი, მომხმარებლისთვის მრავალრიცხოვანი სიკეთეებისა და გაუმჯობესების შესათავაზებლად - საწვავის ეკონომიისა და ფლობის ხარჯების შემცირებიდან, მძროლის უკეთესი უსაფრთხოებამდე. ავტომობილის ყველა, ყველაზე მცირე დეტალიც კი, გულდასმით იქნა შესწავლილი, რათა გაუმჯობესებულიყო მანქანის აეროდინამიკური თვისებები.​


სრულიად ახალი ბამპერი
ახლებური დიზაინის ბამპერი გვთავაზობს პლასტმასის ან ჰიბრიდულ არჩევანს, თქვენი სპეციფიური მიზნის მიხედვით. მრვალნაჭრიანი ბამპერი დაიცავთ თქვენ და თქვენს ავტომობილს - თქვენ გასწევთ ეკონომიას შეკეთების ხარჯებზე, რადგან მოგიწევთ მხოლოდ დაზიანებული სექციის გამოცვლა.​


გვერდითი გარსშემომდენი ფრთები (skirts) და აეროდინამიკური კომპლექტი
რეზინისგან დამზადებული დამაგრძელებლებიხელს უწყობს შესანიშნავ სეროდინამიკას და დიზაინის ეფექტურობას. ​


სრულად ლედ-ტექნოლოგიით დამზადებული წინა მაშუქები
ახალი დიზაინის წინა ლედ მაშუქები მთლიანად უზრუნველყოფენ სრულფასოვან საჭირო ხედვადობას. ბინდ-ბუნდის სენსორი წინა მინაზე ავტომატურად გადართავს წინა ფარებს ახლო განათებაზე, მცირე შუქის პირობებში.მოხვევასა და მოხრაზე გათვლილი ფუნქციები აუმჯობესებენ მძღოლის ხედვადობას, მოხვევის დროს.​


შესანიშნავი პირობები მართვისა და დასვენებისათვის

დასვენების ახლებური შესაძლებლობა
სრულად განახლებული ინტერიერის დიზაინი
იცხოვრე კომფორტულად
გადაჯექი უკან, და იგრძენი თავი სახლში IVECO S-WAY-ში. ისიამოვნე მოგზაურობის ყოველი მომენტით IVECO S-WAY-ის სრულად განახლებული ინტერიერის კაბინის საშუალებით. ​


ავტომობილის მართვის პრემიალური გამოცდილება
მძღოლისთვის განკუთვნილი სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ ისიამოვნოთ კაბინის უფრო დიდი სივრცითა და შესანიშნავი ხილვადობით. ავტომობილის ყოველი დეტალი გულდასმით იქნა შესწავლილი და სრულად აკმაყოფილებს მძღოლის მოლოდინებს.​


სივრცის ოპტიმალური განაწილება
დიდი მოცულობის მქონე ახალი კაბინაში ოპტიმალურადაა განლაგებული სათავსო სივრცეები ტევადი სანახებით. განახლებულ ზედა თაროს კი ახლა უკვე 250 ლიტრის მოცულობა აქვს. ​


დაისვენეთ, მოდუნდით და კარგად გამოიძინეთ
ღამით მოსასვენებელი სივრცის სიმეტრიული დიზაინი შეიქმნა იმისთვის რომ მძღოლს კომფორტულ გარემოში კარგად გამოძინების შესაძლებლობა ჰქონდეს. ერთკაციანი კედლის საწოლი კი რბილ და უფრო მაგარ მატრასებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.​​


მაღალი წარმადობის ძრავები

რაციონალური და მძლავრი
IVECO S-WAY - High efficiency performance

მაღალი წარმადობის ძრავები.
IVECO S-WAY გვთავაზობს Euro VI/d დიზელისა და ბუნებრვი გაზზე მომუშავე ძრავებს ნებისმიერი ტიპის სამუშაოებისთვის. დიზელის ძრავები სამნაირი სამუშაო მოცულობით (displacement) და 330-დან 570-მდე ცხენის ძალით გთავაზობთ კლასში ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო სიმძლავრეს. აღნიშნული ძრავები ასევე ხელმისაწვდომია ბუნებრივი გაზის საწვავზე, რაც სუფთა და მცირეხმიან მუშაობის გამოცდილებას ქმნის.

IVECO HI-CRUISE.
IVECO HI-CRUISE GPS გახლავთ წინასწარგანჭვრეტადი სამართავი სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია მძღოლის დამხმარე ფუნქციები, როგორებიცაა "eco-roll"-ი, გადაცემის საფეხურის წინასწარგანსაზღვრითი ცვლა და პრედიქტიული კრუიზ-კონტროლი, რომელიც ემყარება უახლეს GPS -სისტემის რუკებს და ტექნოლოგიებს.

მაღალეფექტური ტრანსმისია.
12-საფეხურიანი, HI-TRONIX-ის ავტომატიზირებული ტრანსმისია, ელექტრონული გადაბმულობით, გთავაზობთ თავის კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიას. ამასთან აღნიშნული ავტომანქანის მაბრუნი მომენტის წონითი კოეფიციენტი კლასში საუკეთესოა. დამატებით გთავაზობთ ტრანსმისიის ზეთის ცვლის გრძელ ინტერვალს. საწვავის ეკონომიის დანადგარი-მოწყობილობები. უქმი სვლის რეჟიმში მუშაობის საწინააღმდეგო მოწყობილობა, ამცირებს უქმ სვლაზე მუშაობის პერიოდებს და ავტომატურად თიშავს ძრავს. "ჭკვიანი"-EGR (გამონაბოლქვი აირის რეცირკულაცია) მოწყობილობა ზრდის საწვავის წვის წარმადობას ინჟექციის დროის ოპტიმიზირებით და შემცირებული მოხმარებით.

"ჭკვიანი" ძრავის დამხმარე აღჭურვილობები
(Smart Engine Auxiliaries) იცავს ავტომობილს ენერგიის ზედმეტი ხარჯვისგან, როდესაც ეს საჭირო არ არის, ჰაერის კომპრესორის გადაბმულობის, "ჭკვიანი" ალტერნატორისა და საჭის მართვის ცვლადი ტუმბოს მეშვეობით.​



რაციონალური და მძლავრი
დიზელის ძრავები

ძრავისამუშაო მოცულობა
(ლიტრი)
სიმძლავრე
hp @ rpm
მგრეხი მომენტი/მაბრუნი ძალა
Nm @ rpm
გამონაბოლქვცის კონტროლის და გაუვნებელყოფის სისტემაემისიის
სტანდარტი
CURSOR 98.7330 @ 1655 – 22001400 @ 1100 – 1655HI-SCREuro VI/d
360 @ 1530 – 22001650 @ 1200 – 1530
400 @ 1655 – 22001700 @ 1200 – 1655
CURSOR 1111.1420 @ 1475 – 19002000 @ 870 – 1475HI-SCREuro VI/d
460 @ 1500 – 19002150 @ 925 – 1500
480 @ 1465 – 19002300 @ 970 – 1465
CURSOR 1312.9510 @ 1560 – 19002300 @ 900 – 1560HI-SCREuro VI/d
570 @ 1605 – 19002500 @ 1000 – 1605




ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძრავები
ძრავისამუშაო მოცულობა
(ლიტრი)
სიმძლავრე
hp @ rpm
მგრეხი მომენტი/მაბრუნი ძალა
Nm @ rpm
გამონაბოლქვცის კონტროლის და გაუვნებელყოფის სისტემაემისიის
სტანდარტი
CURSOR 9 NP8.7340/250 @ 20001500 @ 1100 - 16003-კომპონენტიანი კატალიზატორიEuro VI/d
400/294 @ 20001700 @ 1200 - 1575
CURSOR 13 NP12.9460/338 @ 19002000 @ 1100 - 1600


ხელმისაწვდომია ორივე, მსუბუქი- და მძიმე ჰომოლოგაციით, ნომინალური სიმძლავრით 116-დან 156 ცხენის ძალამდე

* 350 ნუტონ-მეტრი მექანიკური ტრანსმისიით
e-VGT: ელექტრონული ცვლადი გეომეტრიის ტურბო-კომპრესორი

IVECO ბუნებრივი სიმძლავრე

IVECO S-WAY-ს ახალი კაბინა, გაერთიანებული ბაზარზე არსებულ, ბუნებრივი გაზზე მომუშავე ყველაზე ზრდასრულ ტექნოლოგიასთან, წარმოადგენს გრძელ დისტანციებზე მომუშავე ტრანსპორტის უკონკურენტო და მდგრად ლიდერს.

IVECO -S-WAY NP გახლავთ პირველი, გაზზე მომუშავე სატვირთო ავტომობილი ბაზარზე, სპეციალურად დაპროექტებული საერთაშორისო, გრძელ მანძილებზე გადაზიდვებისთვის, საწვავის შესანიშნავი ავტონომიურობის მაჩვენებლით, 1,600 კმ-მდე.

IVECO ბუნებრივი სიმძლავრე

კაბინები

სწორად შერჩეული კაბინა ყოველი მისიისათვის
​​​​​​​​​​IVECO S-WAY - Lineup

IVECO S-WAY -ს კაბინები

IVECO S-WAY-ს მოდელზე მუშაობისას ყურადღება გამხვილებულ იქნა მძღოლზე და მის სამუშაო პირობებზე; შეიცვალა ავტომობილის კაბინის დიზაინი და გაძლიერდა მისი კონსტრუქცია პასიური უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

​ახალი დიზაინი ასევე გთავაზობთ გაძლიერებულ პირდაპირ ხედვას ერთნაჭრიანი მინებითა და უკანა ხედვის სარკეებით.



დიზაინი, რომელიც მძღოლის საჭიროებებისთვის არის შექმნილი
AS საძილე განყოფილებით

სიმაღლე იატაკიდან სახურავამდე (სმ)
მაღალი სახურავით (215 სმ)
დაბალი სახურავით (170 სმ)
​1 ან 2 საწოლი.



AT საძილე განყოფილებით

სიმაღლე იატაკიდან სახურავამდე (სმ)
საშუალო სახურავით (185 სმ)
დაბალი სახურავით (125 სმ
​1 ან 2 საწოლი.


AD Short cab-ი დაბალი ჭერით

სიმაღლე იატაკიდან სახურავამდე (სმ)
​დაბალი სახურავი: 125


ფოტოგალერეა

IVECO S-WAY: თქვენი სახლი, სახლიდან