GT Group-მა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს“ 10 სპეციალურად წარმოებული Iveco 4X4 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა. აღნიშნული შესყიდვა „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის“ (IOM) მიერ დაფინანსებული ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, სადაც GT Group-მა საუკეთესო წინადადება წარმოადგინა და გაიმარჯვა. IVECO კომერციული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია GT Group.