GT Group-მა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 69 ერთეული სპეცტექნიკა მიაწოდა

GT Group-მა 2023 წელს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ 69 ერთეული სპეცტექნიკა, IVECO-ს ბრენდის სატვირთო ავტომობილი მიაწოდა. აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა KFW-ის მიერ დაფინანსებული ტენდერის საფუძველზე, სადაც GT Group-მა საუკეთესო წინადადებით გაიმარჯვა.

ტექნიკა მოიცავდა 29 პიკაპის ტიპის სატვირთო, 38 ნაგავმზიდ და 2 ცალ ქუჩის დამგველ მანქანას.

IVECO კომერციული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - კომპანია GT Group.