ხედვა

​​​IVECO აგრძელებს უახლესი, ინოვაციური ტექნოლოგიების მოძიებას, გარდაქმნას და სამომავლო პერსპექტივების პროგნოზირებას თავისი ბიზნეს სტრატეგიის სათავეშივე. IVECO Vision-ის კონცეფცია ორიენტირებულია გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე, ინტეგრირებულია კომერციულ ტრანსპორტში და მოიცავს მთელ რიგ ინოვაციურ​​ გადაწყვეტილებებს. ეს კონცეფცია გაჩნდა IVECO-ს ‘ორმაგი ენერგიის’ (Dual Energy) ტექნოლოგიის ჩასახვისას, როდესაც კომპანიამ 2012 წელს, ჰანოვერის სავაჭრო გამოფენაზე წარადგინა სრულიად ახალი შასი. ახალი კონცეფცია მიზნად ისახავდა მომავლის პოტენციური ტექნოლოგიების ერთად წარმოდგენას, მსუბუქი კომერციული ავტომობილებისთვის. IVECO Vision-ის ინოვაციურობა დაიწყო ორმაგი ენერგიის სისტემით. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ორი სხვადასხვა სახის წევა - ერთი არის ექსკლუზიურად ელექტრონული, ნულოვანი ადგილობრივი გამონაბოლქვითა და ხმაურის დაბალი დონით, და მეორე - ჰიბრიდული (თერმოელექტრული), გათვლილი დიდ მანძილზე მგზავრობისა და დამატებითი, სუბურბანული მისიებისთვის, საწვავის დაბალი ხარჯითა და CO2-ის 25%-ამდე შემცირებული ემისიით.

​​

IVECO Vision არის ლაბორატორია, რომელიც შეისწავლის ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და მომავლის ტრანსპორტის მოდელებს, რაც წარმოადგენს IVECO-ს მსუბუქი ავტომანქანების სერიის ბუნებრივი ევოლუციის შედეგს. ამ მიზნის მისაღწევად, IVECO აგრძელებს კომპანიის ღია, თანამშრომლობითი და ინოვაციური მოდელის გაფართოებასა და გაუმჯობესებას.​ IVECO-ს ბრენდი ვითარდება თავის მნიშვნელოვან პარტნიორებთან მუშაობის შედეგად, მათთან მოსაზრებების, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გაზიარების შედეგად. IVECO​-ს პარტნიორებთან ერთად (Bosch, Dainese, Brembo, Streparava, Arcelor Mittal, CRF, Denso, FPT, Sole, Trucklite, Xperion, ZF), ორმაგი ენერგიის შასის შექმნაში წვლილი შეიტანეს ასევე კომპანიებმა Comftech, Essence და ST Microelectronics.​