ეფექტურობა და სანდოობა. გამოცდილია DAKAR-ის რბოლებზე.

თავისი ფართოდ გამოცდილი ეფექტურობით, TRAKKER წარმოადგენს ავტომანქანას, რომელსაც საზღვრები არ აქვს.

ეს ავტომანქანა არ ემორჩილება ჩვეულებრივი ფიზიკის წესებს, რადგან ის შექმნილია ყველაზე ექსტრემალურ​ პირობებში სამუშაოდ.

მძლავრი ძრავისა და ფართო არჩევანის წყალობით, ეს სატვირთო მანქანა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი თვისებების მქონეა თავის სეგმენტში და შესაფერისია ყველა მიზნისთვის.

Trakker გვთავაზობს მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს, კაბინის არსებული სამი ვერსიით, სხვადასხვა ტიპის სამუშაოსთვის. მოდელის თავისებურებები უსაზღვროდ ზრდის მის წარმადობას, ამცირებს შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯებს (TCO-ს: Total Cost of Ownership).

ამ მანქანამ გაუძლო ყველაზე რთულ პირობებს, გაიარა ყველაზე ატიპიური და ძნელად გადასალახი ადგილები დაკარის რბოლებზე, რითიც დაამტკიცა თავისი მზადყოფნა გახდეს საიმედო პარტნიორი თქვენი საქმიანობისთვის კავკასიაში.​​

​​​​​