​ძალა მოქმედებაში

IVECO 682 ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ეფექტურ ფასსა და სიმძლავრეს შორის, რასაც აძლიერებს IVECO-ს ტენოლოგია და ხარისხის სტანდარტები.​

ამ ავტომობილის შთაგონების წყარო ფიატი 682 გახლდათ. პირველი, მართლაც მრავალმხრივი სატვირთო მანქანა, რომელიც 1952 – 1988 წლებში გამოდიოდა. ის ითავსებს პრიზიორი მოდელის, IVECO STRALIS-ის კაბინას და „682“ განმასხვავებელი ნიშანს, V - ფორმის წინა გისოსს.

„682“-ის უნაგირა და მყარძარიანი საწევარის კაბინები ხელმისაწვდომია, საძილე კუპეიან (როგორც მაღალი, ასევე - დაბალი ჭერით) და დღის ვარიანტებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კომფორტი და სივრცე.
ეს ავტომობილი, თავისი მრავალფეროვნებისა და მტკიცე ხასიათის წყალობით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ყველა სახის მისიისთვის, გზის საფარის რთული, ქვა-ღორღიანი პირობების ჩათვლით.

682-ის გულია IVECO FIAT POWERTRAIN CURSOR 9 და CURSOR 13​-ის ძრავები, რომლებიც მომხმარებელს სანდოობისა და ეფექტურობის ახალ სტანდარტს სთავაზობენ.

დღეს, 682 სრულად აკმაყოფილებს ევროპის ეკონომიკური კომისიის სერტიფიცირების მოთხოვნებს (ECE homologation), რითიც გვთავაზობს ევროპული ხარისხის სტანდარტის შესაბამის გადაწყვეტილებებს.

682 Catalogues
ბროშურა