ახალი DAILY, ორი გამოკვეთილი, ერთმანეთისგან განსხვავებული არქიტექტურით, ორი განსხვავებული თვლების ბაზით ვენებისთვის და შასიზე დამონტაჟებული კაბინებისთვის, ყველაზე მრავალმხრივი ავტომობილია მის კლასში.
მოდელების ახალი რიგი მოიცავს შასიზე დამონაჟებულ კაბინიან მოდელებს, ორკაბინიან მოდლებს (ე.წ „ქრუ-ქებს“, ინგლ. crew cab), ტექნიკურ შასის (chassis cowls) , ვენებს, ნახევრად შემინულ ვენებს (semi-windowed vans) და მინი-ავტობუსებს. შასიზე დამონტაჟებული კაბინიანი მოდელების ბრუტო-წონები მერყეობს 3.5-დან 7 ტონამდე, თვლებს შორის მანძილებით 3000-დან 4750 მმ-მდე და კორპუსის სიგრძით 6190 მმ-მდე.
ვენების ბრუტო-წონა მერყეობს 3.5-დან 7 ტ-მდე, ტვირთამწეობა: 9-19.6 მ3-მდე. ვენებში ხელმისაწვდომია სიმაღლის სამი ვარიანტი: 1545, 1900 და 2100 მმ, რაც საშუალებას აძლევს მაღალ ადამიანს თავისუფლად დაგდეს და იმოძრაოს სატვირთო განყოფილებაში.
მოდელების სიგრძე მოცემულია 5560-დან 7500 მმ-მდე ფარგლებში და თვლებს შორის მანძილი - 3000-დან 4100 მმ-მდე.