ახალი არქიტექტურა

ახალი DAILY ყველა მხრივ სრულყოფილი მანქანა გახლავთ: მანქანის სრულიად ახალი დიზაინი, შესანიშნავი წონასწორობა გზაზე, საოცრად ადვილად სამართავი და სატვირთო მოცულობის საუკეთესო მაჩვენებლებით თავის კლასში. ახალ მოდელზე შეცვლილია ძარის კომპონენტების 80%, მაშინ როდესაც შასის ჩარჩოს კონსტრუქცია - DAILY-ის მდგრადობისა და გამძლეობის საფუძველი - უცვლელი დარჩა.

​​მოდელის შესაძლებლობების ოპტიმიზაცია მოხერხდა ღერძებს შორის შეცვლილი მანძილის, მთლიანი სიგრძისა და სატვირთო განყოფილების სიგრძის უერთიერთქმედების გათვალისწინებით: ღერძებს შორის ახალი მანძილები, 3520 და 4199 მმ, უზრუნველყოფს უკანა გადაკიდების შემცირებას, მანქანისა და სატვირთო პლატფორმის ზომებზე გავლენის გარეშე. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სრულიად ახალი სატვირთო მოცულობების რიგის ჩამოყალიბება, 9 მ3-დან 20 მ3-მდე. ახალი 18 და 19.6 მ3-იანი მოდელები საუკეთესონი არიან საკუთარ კლასში ხელმისაწვდომი მოცულობის/სივრცის მაჩვენებლებით. ახალ 10.8 მ3-იანი მოდელი კი საუკეს​ოა დატვირთვის ეფექტურობით (ანუ, დასატვირთი პლატფორმის სიგრძისა და მთლიანი სიგრძის ურთიერთობით).

​​