​​​ძალა

ახალი DAILY ყველაზე გამძლეა მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს შორის, ექსპლოატირების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით.
მისი ძალა დაფუძნებულია მის შასიზე, რომელიც შექმნილია სპეციალური ფოლადისგან დამზადებული ჩარჩო-სექციებისგან, ექსკლუზიური დეტალი კომერციულ ავტომობილებში, რომელიც DAILY-ის სრულიად განასხვავებს მსუბუქი ავტომობილების ბაზაზე შექმნილი მანქანებისგან.

DAILY ერთადერთი მსუბუქი კომერციული ავტომობილია, რომლის სრული მასა 7 ტონაა, ხოლო დასატვრითი წონა 4700 კგ-ს აღწევს. წინა და უკანა ღერძებზე დასაშვები წონებითაც იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში. სამოდელო რიგი გვთავაზობს ღერძებს​ შორის მანძილების მრავალფეროვან ვარიაციას 3000-დან 4750 მმ-მდე, იგივე კაბინისა და ძარის სიგრძის პირობებში. ეს კი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ადრინდელი მოდელების შასის ფიტინგები, ახალ DAILY-ზე.
ახალი DAILY-ის შასიზე არსებული კაბინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბაზო შასია საავტომობილო ძარებისა და დანადგარების მწარმოებლებს შორის: მისი გამძლე და ყველაზე ადვილად ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის გამო. ერთკაბინიან, ორმაგი კაბინისა და შასის ჩარჩოებიან ერთდისკიან​ და ორდისკიან ვერსიებში, შესაძლებელია მისი აღჭურვა ფურის, თვითმცლელის, „ვენის“, ტურისტული, მინი-ავტობუსის, საევაკუაციო მანქანის, სხვადასხვა პლატფორმებისა და ამწე-მოწყობილობის დანადგარებით და სხვა, სპეციალური გამოყენების მოწყობილობებით.
მისი ძლიერება იმაში მდგომარეობს რომ არ არსებობს ამოცანა, რომელიც მისთვის ძალიან რთული იქნება.
​მოხდა „დეილის“ ფურგონის (VAN-ის) მოცულობის ოპტიმიზაცია, თვლების ბაზის ახალი დიზაინით და მთლიანი და სატვირთო განყოფილების სიგრძეების ჰარმონიული შეთავსებით: ღერძებს შორის ახალი მანძილები, 3520 და 4199 მმ, უზრუნველყოფს უკანა გადაკიდების შემცირებას, მანქანისა და სატვირთო პლატფორმის ზომებზე გავლენის გარეშე. ამ ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა სრულიად ახალი სატვირთო მოცულობების რიგის ჩამოყალიბება, 9 მ3-დან თითქმის 20 მ3-მდე. ახალი 18 და 19.6 მ3-იანი მოდელები საუკეთესონი არიან კლასში, ხელმისაწვდომი მოცულობის კუთხით.​