​მომსახურება

ახალი DAILY უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ავტომანქანა: ეს არის სრული სატრანსპორტო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს პროდუქტისა და მომსახურების სრულყოფილ შერწყმას.
IVECO-ს მომსახურების ქსელი გამოირჩევა ყოვლისმომცველობითა და კომპეტენციით, და IVECO-ს სარემონტო ცენტრები გთავაზობენ მწარმოებლის ხარისხს და მაღალპროფესიონალ ტექნიკოსებს, რომელნიც ზედმიწევნით იცნობენ DAILY-ს ახალ პროდუქციას. სრულყოფილი დიაგნოსტიკა და სარემონტო ხელსაწყოები უზრუნველყოფენ ეფექტურ და სწრაფ მომსახურებას, ასევე დისტანციურ ოპერაციებს.​​


სათადარიგო ნაწილები​

ახალი DAILY-ის ეფექტურობას უზრუნველყოფს IVECO-ს ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენება, მასალისა და მომწოდებლების საგულდაგულო შერჩევა და პროდუქციის მეთოდური, დეტალური შემოწმება. IVECO-ს ორიგინალური სათადარიგო ნაწილები მოიცავს არამხოლოდ ახალ ნაწილებს, არამედ, აღდგენილ ძრავებს, სიჩქარეთა კოლოფებს და კომპონენტებს, როგორც ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირებისა და გარემოზე ზემოქმედების ქმედით ალტერნატივებს.
IVECO მხარში უდგას თავის კლიენტებს ახალი DAILY-ის პროდუქტის მთელი ექსპლოატაციის განმავლობაში და უზრუნველყოფს ეფექტურობის, ფასისა და პროდუქტიულობის სრულყოფილ კომბინაციას, ხანგრძლივი პერიოდით.


აქსესუარები

IVECO-ს აქსესუარების ახალი, საგანგებო ასორტიმენტის დახმარებით, შეგიძლიათ Daily-ის პროდუქტის მოდიფიცირება, უნიკალურად გარდაქმნა და მისი მორგება თქვენს ბიზნეს- საჭიროებებზე.
ახალი Daily-ის აქსესუარების ასორტიმენტი, რომელიც შეიქმნა მაღალი კლასის მომწოდებლებთან და Fiat Style Centre-თან თანამშრომლობის შედეგად, გაფართოვდა და სრულად განახლდა უსაფრთხოების, პრაქტიკულობის, კომფორტის, დიზაინისა და ტექნოლოგიის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი Daily-ის ავტომობილებისთვის.


ორიგინალური ზეთები​

ახალ DAILY-ის მოყვება ახალი ძრავას ზეთი „PETRONAS URANIA”, IVECO-ს ორიგინალური ზეთი, რომელიც შექმნილია PETRONAS LUBRICANTS-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად; მისი სპეციალური ფორმულა უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას, ნაწილების მეტ გამძლეობას და საწვავის ხარჯის შემცირებას.​​