მიკროავტობუსი​

​​ახალი Daily-ის მარკის მიკროავტობუსი გთავაზობთ ახალი Daily-ის ყველა უპირატესობას: ახალ არქტიტექტურას, ახალ, დაგრძელებულ თვლების ბაზას, ახალ გარე და შიდა დიზაინს, მძღოლის მოსახერხებელი სავარძლითა და ერგონომიკული ხელსაწყოების პანელით. Daily-მიკროავტობუსი აკმაყოფილებს სამგზავრო ტრანსპორტის ყველა მოთხოვნას თავისი მრავალფეროვანი მოდელების წყალობით:

  • DAILY TOURYS (ტურისტული)
  • DAILY LINE (ქალაქთშორისი)
  • DAILY CITYS (ურბანული)

თითოეული მოდელი საუკეთესოა თავის კლასში, კომფორტულობის, ეფექტურობისა და მრავაფეროვნების თვალსაზრისით.
მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს ახალი თანამედროვე აღჭურვილობა, რომლის წყალობითაც, ყველაზე ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობაც კი კომფორტული გახდება, გაუმჯობესებული კონდიცირების სისტემის, ჰაერის გამანაწილებლისა და პნევმატური დაკიდების მოწყობილობის დახმარებით. ახალი მიკროავტობუსი Daily Minibus-ი, აღჭურვილია ახალი თაობის რადიო მიმღებით, რომელიც მოიცავს თანამედროვე საინფორმაციო-გასართობ სისტემებს ისევე, როგორც ტელეფონის Bluetooth® ნავიგაციის სისტემას (IVECONNECT).
ეკოლოგიური ძრავები, დიზელის Euro VI და CNG, იძლევა სანდოობის, სრულყოფილი ეფექტურობისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირების გარანტიას.

მოდიფიცირების მრავალფეროვანი შესაძლებლობები დააკმაყოფილებს მგზავრებისა და მომსახურების ყველა მოთხოვნას. სურვილისამებრ, კლიენტს შუძლია აირჩიოს შუშების ერთმაგი ან ორმაგი დაბურვა, სხვადასხვა ტიპის ელექტრული მოსრიალე კარები. ახალი 6.1 ტონიანი ვერსიის კორპუსი იტევს 22 მგზავრს, ასევე მძღოლსა და სკამს მძღოლის გვერდით. ეს არის საუკეთესო მოდელი ბაზარზე სტანდარტული ავტომანქანების კლასში.
ახალი, 4100 მმ-იანი თვლების ბაზის დამსახურებით, ტვირთის შესანახი სათავსო 30%-ით არის გაზრდილი წინა მოდელთან შედარებით (დაახლ. 2.5 მ3-მდე​).​