​​მართვა და ოპერირება​​

​​​ახალი DAILY ახლა უკვე უფრო ადვილი და ინტუიტიური სამართავია, თვით იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც მხოლოდ მსუბუქი მანქანის მართვის მოწმობა აქვთ. ​
​მოდელის ახალი არქიტექტურა, თვლების დაგრძელებული ბაზით და შემცირებული უკანა გადაკიდებით, აძლიერებს DAILY-ის ახალი ვენის/ფურგონის წონასწორობასა და მართვადობას, რაც არ ამცირებს მოდელის განსაკუთრებულ მოქნილობას ვიწრო ადგილებში მოძრაობისას.

ახალი QUAD-LEAF-ის წინა დაკიდება აუმჯობესებს ავტომანქანის მართვას, კომფორტსა და დინამიკურ რეაქციას, უზრუნველყოფს მაქსიმალურ სტაბილურობას მკვეთრ მოსახვევებშიც კი, მთელი დატვირთვით მობრუნებისას. ყველა 3.5-ტონიანი მთლიანბორბლიანი მოდელისთვის, სტანდარტულია ახალი დაკიდების სისტემა, რომელიც იყენებს კვადრილატერალურ სისტემას ორსაგდულიანი მხრითა და ფურცლოვანი რესორით. სისტემის დიზაინი სრულად შეცვლილია კინემატიკური თვისებების გაუმჯობესების მიზნით. საკვანძო კომპონენტების დიდი რაოდენობა, როგორიცაა, განივა, რომელშიც ჩართულია ძრავას საყრდენი ბალიში, გადაკეთებულია სიმტკიცის გაზრდისა და მთლიანი წონის შესამცირებლად.
QUAD-LEAF-ის დაკიდება უზრუნველყოფს ავტომანქანის სრულყოფილ მართვას, ძალას და აჩქარებას (1900 კგ სტანდარტული მაქსიმალური დატვირთვა).
განსაკურებით მკაცრ პირობებში გამოყენებისას - QUAD-LEAF-ის დაკიდებას გააჩნია (რომელიც სტანდარტულია ყველა მძიმე, წყვილ ბორბლიანი კაბინისა და ფურგონისთვის) გრეხის ღერძი, ფურცლოვანი რესორის ნაცვლად და 2500-​კილოგრამიანი ღერძის დატვირთვა (2100 კგ. 5 ტონამდე მოდელებისთვის).​