​​​​დიზაინი

​​ახალი DAILY-ის დიზაინი თვითონ გამოხატავს ამ მოდელის ექსკლუზიურ თავისებურებებს.

​​თავის კლასში უნიკალური ტექნიკური და ექსპლოატაციის მაჩვენებლების მქონე მოდელი, გამოირჩევა მიმზიდველობითაც, როგორც ტრანსპორტირების პროფესიონალი და ავტომობილი, რომელსაც შეუძლია იამაყოს თავისი იდენტობით.

​​ეს სრულიად ახალი ავტომობილია: ფურგონის (VAN-ის) ძარის კომპონენტების 80% შეიცვალა და ახალ დიზაინს დაექვემდებარა, მაშინ როცა შასის ჩარჩოს კონსტრუქცია - DAILY-ის მდგრადობისა და გამძლეობის საფუძველი - უცვლელი დარჩა.

ავტომობილის წინა მხარე სხვადასხვა მოდულების შერწყმას წარმოადგენს: ბრტყელი საქარე მინა, შეფუთული, ჩარჩოს უწყვეტი ხაზით, გრძელდება გვერდითა მინებზე და უერთდება წინა მაშუქების ცხაურის ხაზს გვერდითა სარკეებთან. ძარის ზედის (ე.წ.კაპოტის) მომრგვალებული თაღი, პროპორციულად არის მოთავსებული ორ მოდულს შორის. ქვედა ნაწილში, ბამპერების ხაზი ფართოვდება ბორბლების თაღისკენ და ხაზს უსვამ​ს გზაზე მოჭიდებას, შესამჩნევი ჰორიზონტული მოტივით. DAILY-ის ახალი მოდელის ფორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული მის ფუნქციონირებასთან. წინა მაშუქები მაღლა მდებარეობენ და ოდნავ უკან არიან შეწეულნი, მცირე დარტყმებისგან მათ დასაცავად. მაშუქების მინის ზედაპირის ფართობი გაზრდილია, რაც ფურგონს/ვენს უფრო განათებულს ხდის და აუმჯობესებს ვერტიკალურ ხედვას. ახალი DAILY-ის კაბინის დიზანია ასევე აუმჯობესებს ავტომობილის აეროდინამიკას.

ახალი DAILY-ი აღჭურვილია ერგონომიული ტორპედოთი და მრავალი სანახით, რომლებიც ადვილად არის ხელმისაწვდომი მძღოლის სავარძლიდან (ხუთი ჩასაკეტი სანახი, სამი DIN სტანდარტის სანახი და სამი - ჭიქის ჩასადგამი სივრცე. დამატებით, სხვადასხვა დანიშნულების დამჭერები ხშირად გამოყენებადი ნივთებისათვის: ტელეფონი, ტაბლეტი, სხვა).​​​