კომფორტი​

ერგონომიკულ სივრცეს, რომელიც საუკეთესოდ არის მიჩნეული თავის კლასში, ერთვის გაუმჯობესებული ხმის იზოლაცია და კლიმატის კონტროლის მეტად ეფექტური სისტემა (ხელით სამართავი და ავტომატური). რადიკალურად არის შეცვლილი DAILY-ის მართვის ხარისხი.

ახალი 4100 მმ-იანი თვლების ბაზა, ერთბორბლიან ვერსიაზე, საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ იქნას კურსი, ყველანაირი დატვირთვის პირობებში, მანქანა იმართოს ვიწრო გზებზე და, ამავდროულად, უზრუნველყოფილ იქნას კომფორტული მგზავრობა. დაკიდების ახალი სისტემები აუმჯობესებენ მიწასთან კონტაქტს და ავტომანქანის საერთო წონასწორობას, მინიმუმამდე ამცირებენ დახრას და ტანგაჟს (მოხვევის კუთხეს)​ სწრაფად მოძრაობის დროსაც კი.
ABS+EBD სტანდარტულია ყველა ვერსიისთვის, ხოლო სხვა ელექტრონული უსაფრთხოების სისტემები (როგორებიც არიან: ASR, ESP, ხაზის დატოვების განგაშის სისტემა და აირბაგის მე-3 დონე) ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე. ახალი ტელემატიკური და ინფოტაინმენტის აუდიო სისტემები, ხელმისაწვდომია ორ დონეზე.​