IVECO T-WAY
იარე ახალი გზით!

IVECO T-WAY, ის ავტომობილია, რომელიც ყველაზე რთული მისიების შესასრულებლად გამოგადგებათ, ექსტრემალურ სიტუაციებში. ამ ავტომობილში, ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის საიმედოობა, სიმტკიცე და კომფორტი. იგი შექმნილი და დაპროექტებულია თქვენი საჭიროებების შესაბამისად და ბევრად აჭარბებს მომხმარებლის მოლოდინებს წარმადობის, ტვირთამწეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ავტომობილის შასისა და მისი კომპონენტების ლეგენდარული საიმედოობა უზრუნველყოფს მანქანის საუცხოო მუშაობას ექსტრემალური უგზოობის პირობებში, ავტომობილის 40-ტონიანი სრული წონით (GVW) , რაც სატვირთო ავტომობილების ბაზრის წამყვანი მაჩვენებელია. HI-TRACTION-ის ტექნოლოგიით ("ბუქსაობის" საწინააღმდეგო, წევისა და შეჭიდულობის გამაძლიერებელი ტექნოლოგია), პროგრესული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, შესაძლებელია თანმიმდევრული მაღალი წარმადობის მიღწევა, გართულებული უგზოობის პირობებში და რთულ გარემოში.

IVECO T-WAY-ს, მძღოლის კაბინის ახალი დიზაინით და მისი საჭოროებების გათვალისწინებით, სყლ სხვა დონეზე აყავს მძღოლის სამართავი გამოცდილება. ეს ახალი დიზაინი აერთიანებს IVECO WAY-ის საავტომობილო რიგის ყველაზე პროგრესულ თავისებურებებს და შედეგად გვაძლევს განსაკუთრებულად კომფორტაბელურ და ამავე დროს, უსაფრთხო გარემოს.

ავტომობილის თანამედროვე შეკავშირებულობის სისტემა საშუალებას იძლევა მარტივად უზრუნველვყოთ მძღოლის ოპტიმალური სამუშაო პირობები და მაქსიმალური გავხადოთ ავტომობილის სამუშაო დრო და პერიოდი. ყველაზე პროდუქტიული და საიმედო სატვირთო ავტომობილი, მძიმე პიროობების მქონე სამშენებლო გარემოში, გახლავთ IVECO T-WAY, რომელიც უბრალოდ შეუჩერებელია და სრულად შეესაბამება ყველაზე რთულ გამოწვევებს.

T-Way

ახალი (ან განახლებული) ფუნქციონალური დიზაინი

ავტომობილის კაბინა სრულიად ახალი დიზაინით არის შექმნილი და მასში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფუნქციონალურობას, რაც აადვილებს მძღოლის ყოველდღიურ სამუშაოს; ეს გაუმჯობესება შეეხება ხილვადობას, საგზაო ჭუჭყისგან დაცვას და სხვას. ახალი დიზაინი აადვილებს მოვლა-პატრონობას და სარემონტო ოპერაციებს, რაც კომპონენტების გაადვილებულ შეცვლას ითვალისწინებს. შასის სქემა მთლიანად გადაიხედა და გაადვილდა ინდივიდუალურ შეკვეთებზე სამუშაოები ძარების დამამზადებლებისთვის.



​​​

უმაღლესი სტანდარტის საცხოვრებელი და სამუშაო პირობები

საუკეთესო საცხოვრებელი და სამუშაო გარემო

შესანიშნავი ერგონომიკა

ინდივიდუალური შეკვეთით, შესაძლებელია სავარძლებისთვის ტყავის ან ნაჭრის შემოსაკრავი, რაც უზრუნველყოფს ბალიშების მაქსიმალურ კომფორტს . შეარჩიეთ "ნაზი შეხების" (ე.წ. soft touch) ნაჭერი, ან ტყავის საფარველი საჭისთვის; ორივე ხელმისაწვდომია კლასიკური ფორმით ან გამორჩეული, ბრტყელი ბაზით.​



მობილურობა და უსაფრთხოება

ყველა სახის ზედაპირზე და ყველანაირ ლანდშაფტში
​​​​​IVECO T-WAY - FLESSIBILITÀ

მობილურობა და უსაფრთხოება ყველა სახის გრუნტზე და ლანდშაფტში.

IVECO T-WAY-ს შეიძლება სრულად ენდოთ; მას გააჩნია სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ფუნქციონალური თავისებურებების დიდი რიგი, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს უშეცდომოდ აღასრულოს ნებისმიერი დავალება, მაღალი წარმადობით, ნებისიმიერი ტიპის გრუნტზე და საგზაო საფარზე, ნებისმიერ ლანდშაფტში. ეს ავტომობილი შეასრულებს თქვენს დავალებას ეფექტურად; ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხეობის უმაღლესი სტანდარტები როგორც გზის, ისე - უგზოობის პირობებში.

HI-TRONIX-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი გადაცემათა კოლოფი შექმნილია უგზოობისთვის (ე.წ. OFF-road) განსაზღვრული ფუნქციონალური კომპონენტებით.

HI-TRONIX-ის 12- და 16-სიცქარიანი ავტომატიზირებული სიჩქარეთა კოლოფები აღჭურვილია მრავალი ფუნქციით როგორებიცაა, ვთქვათ Rocking Mode-ი, Off-road Mode-ი, Creeping Mode-ი და ოთხი (4) უკუსვლის სიჩქარე, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს გადაადგილებას უგზოობისას.

სრულად მოდულური დაკიდების კონცეფცია

IVECO T-WAY გთავაზობთ განსაკუთრებულ მოქნილობას, მექანიკური ან პნევმატური (ჰაერის) დაკიდების სისტემებით.

სრული ამძრაობის (All-wheel drive) და არასრული ამძრაობის (PWD - Partial-wheel -drive) სისტემები

IVECO T-WAY გთავაზობთ AWD-ის და PWD-ის სრულ რიგს, თქვენი საჭიროებების მიხედვით, თვით ყველაზე მომთხოვნი მისიების დროს.

მუხრუჭების მუშაობა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება

EBS-სისტემის (ელექტრონული მართვის სამუხრუჭო სისტემა - electronic brake system) ახალი არქიტექტურა, კომბინირებული ყველა თვალზე არსებულ დისკურ მუხრუჭებთან, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ავტომობილის მოქმედებას და შესაბამისად, მძღოლის, ავტომობილისა და მოძრაობის სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებას.​


​​​IVECO T-WAY - FLESSIBILITÀ

HI-TRACTION-ის ტექნოლოგია - როგორ მუშაობს იგი?

  1. HI-TRACTION-ის სისტემა შეიძლება გააქტიურდეს კაბინაში არსებულ ღილაკზე ხელის დაჭერით, რომელიც გადართავს სისტემას, “Inactive”-დან ("არააქტიური"), "Ready to engage" ("მზად ჩასართავად") რეჟიმში.
  2. სისტემა იწყებს მუშაობას ფონურად და მზად არის აქტივირებისთვის, როცა ეს საჭიროა.
  3. საჭიროების შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად ირთვება "“Active” ("აქტიურ") რეჟიმში და უზრუნველყოფს წინა თვლების წევის ("ბუქსაობის" საწინააღმდეგო) გაძლიერებას, უკანა ღერძის მოსრიალების შემთხვევაში.
  4. სისტემა გამოითიშება შემდეგ შემთხვევებში:
    - თუ მძღოლი დააჭერს გამორთვას ღილაკის მეშვეობით;
    - თუ ავტომობილი უბრუნდება ნორმალურ სამართავ და სიჩქარის მდგომარეობას;
    - თუ ზეთის ტემპერატურა ჰიდრავლიკურ წრედში აღემატება 90°C-ს.
"ბუსტის" (Boost) რეჟიმი აქტიურდება ყოველი დაქოქვისას (სტარტისას), 0-დან 3 კმ/სთ-მდე სიცქარეზე, წევის გასაუმჯობესებლად და სიცქარეების კოლოფის ელემენტების ცვეთის შესამცირებლად.

​​​​​

ხელმისაწვდომია 12,500-მდე NM (ნიუტონ-მეტრი) მაბრუნი მომენტი, წინა ღერძზე.
"ბუსტის" რეჟიმი (BOOST MODE) უზრუნველყოფს ე.წ. "წაბუქსავების" წინააღმდეგ წევას.​
  
წინა ღეძის მაქსიმალური მაბრუნი მომენტი       NM
  
12,500 -მდე.​
  
სისტემის წონა. დაახლოებით      ~  400 კგ​
  
აქტივაციის დიაპაზონი,      0-45 კმ/სთ
  
სიჩქარეების ცვლა     ავტომატური
  
სიმძლავრის ასართმევი მექანიზმი     ძრავის PTO​​
  






დიდი მრავალფეროვნება

მორგებული თქვენს საჭიროებებს
შეარჩიეთ მისია/ამოცანა

მიქსერი

IVECO T-WAY აგებულია მძიმე ტვირთების გადასატანად, ყველა სახის გზის ზედაპირზე და ყველა ტიპის გარემოში - ავტომობილზე შესაძლებელია დიდი მოცულობის ბეტონის მიქსერის დამონტაჟება (ავტომანქანის სრული წონა/GVW: 12-დან 40 ტ-მდე)​​



თვითმცლელი

IVECO T-WAY მიგიყვანთ ყველგან, სადაც გსურთ და მიგატანინებთ მძიმე ტვირთებს, ნებისმიერ პირობებში - გრუნტის და ქვიშიანი გზებიდან, უგზოობამდე, ნებისმიერ ამინდში და ყველაზე რთულ გარემოში.​​



ამწე-კრანი და პლატფორმა

IVECO T-WAY შეიძლება მოვარგოთ ნებისმიერი ტიპის ამწეს, უბორტო სატვირთო მანქანებიდან პლატფორმიან ამწეებამდე. ავტომობილის კონცეფციაში ჩადებული სიმყარე და გამძლეობა საშუალებას იძლევა მოარგოთ ამწეები, როგორც ავტომობილის კაბინის უკანმდებარე სივრცეშიც, ისე - ცენტრალურ პოზიციაზე და ავტომობილის უკანა მხარეს, სტაბილურობის მაჩვენებლების შენარჩუნებით.​



გზებზე სანიაღვრეების სადრენაჟო წმენდა

IVECO T-WAY-ის სატვირთო ავტომბილები ისეა შექმნილი, რომ მათზე ადვილად მონტაჟდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურის საწმენდი დანადგარები, ყველა, თქვენთვის საჭირო მოწყობილობით. ასეთი მისიების დროს, მნიშვნელოვანია დანადგარის მაღალი ეფექტურობა. სწორეად ამ ამოცანას ემსახურება ახალი ტიპის ქურო, დამოუკიდებელი სენდვიჩის ტიპის PTO-თი (სიმძლავრის ასართმევი მექანიზმით), რომელიც შექმნილია იმ 2300 ნიუტონმეტრის გამოსათავისუფლებლად, რაც ქმნის მძლავრ მაბრუნებელ მომენტს, რომელიც საჭიროა სანიაღვრე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის. ​



ხე-ტყის საზიდი მოდელები
IVECO T-WAY გვაძლევს დიდ სიმძლავრეს და იგი აუცილებელია ხე-ტყის დატვირთვის, ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის ოპერაციებისათვის. ეს სატვირთო ავტომობილი კომფორტულად გადაზიდავს ხე-ტყის მასალას როგორც ტყის გზებზე, ისე - საბოლოო დანიშნულების ადგილამდე: ჩვენი მძლავრი ძრავები, გამძლე შასი, მაღალი ტვირთამწეობა და ჰიდროსტატიკური ამძრაობა, შეადგენენ იმ თვისებებს, რომელბიც აუცილებელია ამ მრავალფეროვანი ამოცანების შესასრულებლად. HI-TRACTION-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ისეთი წევის ძალას, რომელიც საჭიროა მძიმეწონიანი ტყრთისათვის. იგი უფრო მსუბუქია ვიდრე სრული ამძრაობის ავტომობილები და გაძლევთ ისეთ ჩაჭიდებას, როგორიც საჭიროა ტალახიან გზაზე - მაშინაც, როდესაც ავტომობილი დაიცალა. ასევე ხელმისაწვდომია დაბალ სიჩქარეებზე მანევრირების ახალი ფუნქცია ("Crip"-ი - "ცოცვა"), რომელიც მთლიანად თიშავს ტრანსმისიას და საშუალებას გაძლევთ ამოძრაოთ ავტომობილი მხოლოდ ჰიდროსტატიკური ძალით.

თვითმცლელი ნახევარტრეილერი
IVECO T-WAY-ის მოდელის ნახევარმისაბმელიანი უნაგირა საწევარი სატვირთო ავტომობილი, თვლების 6x4 -ზე კონფიგურაციით, აერთიანებს საწვავის ხარჯვის საუკეთესო ეკონომიურობას და ავტომობილის ახალი კაბინის, უმაღლესი დონის უსაფრთხოების ტექნოლოგიებს. ეს თავისებურებები გაძლევთ იმ სანდოობას რომელიც აადვილებსსამუშა ადგილზე არსებულ ყველაზე ძნელ პირობებს. ამავე დროს, ეს მოდელი უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას, უსაფრთხოებას და შესანიშნავ მაჩვენებელს, ფლობის საერთო ღირებულების კუთხით.

ბეტონმზიდები (ბეტონის დგუშიანი მზიდები/ე.წ."ჟირაფი", ბეტონის მიქსერები, ბეტონის ჟირაფი-მიქსერები)
IVECO T-WAY-ი გთავაზობთ ავტომობილებს სამშენებლო მოედანზე, ბეტონის ყველა სიტუაციისათვის - ბეტონის მარტივი შემრევიდან (მიქსერიდან), ბეტონის დგუშიან და დგუშიან-შემრევიან "ჟირაფის" ტიპის დანადგარებამდე. ძალის ამრთმევი დანადგარების (ე.წ. PTO-ს) სრული რიგი, ავტომობილის კორპუსზე სხვადასხვა პოზიციაზე, საშუალებას იძლევა დავაკმაყოფილოთ ყველა სახეობის ოპერაცია, რომელიც მოითხოვს 2 000 ნიუტონმეტრზე მეტ მაბრუნ მომენტს (ე.წ. torque).

მუნიციპალური დანიშნულების დანადგარები
IVECO T-WAY გთავაზობთ ავტომობილს, როემლც შეიძლება გამოყენებულ იქნას მუნიციპალური ხასიათის სამუშაოებზე, მრავალი კონფიგურაციითა და მრავალმხრივი გამოყენებით - მიწის ზედაპირის მოსწორებიდან და ასფალტის დაგებიდან, თოვლიანი გზების გაწმენდამდე თუ საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების შემგროვებელ მომსახურებამდე.

საავტომობილო კლასში წამყვანი სიმძლავრე

ძრავები
IVECO T-WAY - Engine
ძრავები

IVECO T-WAY გთავაზობთ ევრო VI კლასის, დიზელის ძრავების დიდ რიგს, რომელბიც გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოებისათვის. ძრავები, ცილინრების სამუშაო მოცულობის 2 სახეობით, სიმძლავრით, 340-დან 510 ცხენის ძალამდე. ​


ეფექტურად მძლავრი
დიზელის ძრავების რიგი
ძრავაCURSOR 9CURSOR 11CURSOR 13
ცილინდრების სამუშაო მოცულობას (ლიტრებში)8.711.112.9
სიმძლავრე (ცხენის ძალა) @ ბრუნზე წუთში330 @ 1655 - 2200360 @ 1530 - 2200400 @ 1655 - 2200420 @ 1475 - 1900460 @ 1500 - 1900480 @ 1454 - 1900510 @ 1560 - 1900570 @ 1605 - 1900
მაბრუნი მომენტი (ცხენის ძალა) @ ბრუნზე წუთში1400 @ 1100 - 16551650 @ 1200 - 15301700 @ 1200 - 16552000 @ 870 - 14752150 @ 925 - 15002300 @ 970 - 14652300 @ 900 - 15602500 @ 1000 - 1605
მავნე გამონაბოლქვის შემცირების სისტემა, რომელიც შეესაბამება ემისიის სტანდარტებსHI-SCRHI-SCRHI-SCR
ემისიის სტანდარტი (ჰაერში მავნე გამონაბოლქვის დასაშვები კონცენტრაციის ლიმიტები, დადგენილი მთავრობის მიერ ) Euro VI/dEuro VI/dEuro VI/d



​ავტომობილის კაბინა

IVECO T-WAY-ის კაბინების რიგი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საავტომობილო კაბინებს, რომელბიც შეესაბამება თქვენს ამოცანებს: AT-ტიპის საძილე კაბინიდან (დაბალი ან საშუალო სიმაღლის ჭერით), მოკლე ტიპის AD კაბინებამდე, დაბალი ჭერით.
 
შენიშვნა
(1) დაახლოებითი საზომები; შეიძლება შეიცვალოს დაკიდების მექანიზმის, კომპლექტაციის ცვლაბეადი ნაწილების და სხვა მიახლოებათა მიხედვით.
(2)ზემოთმდებარე საწოლი (ოფციური)

AT-კაბინა
ქვედა საძინებლის სიგრძე 1950 მმ; სიგანე - 540 მმ.
ზემოთა საძინებლის სიგრძე - 1850 მმ; სიგანე - 680 მმ.​