DAKAR 2020.
ახალი უდაბნო.
ახალი გამოწვევები.

Petronas-ის გუნდი, De Rooy IVECO, მზად არის დაკარი 2020-ის, მსოფლიოს ყველაზე ძნელი ავტორალის 2020 წლის სეზონისთვის

Petronas-ის გუნდი, De Rooy IVECO, აპირებს მონაწილეობა მიიღოს დაკარის ავტორალიში IVECO Powerstar-ის 3 ცალი სატვირთო ავტომობილით, რომლებსაც რალიში მონაწილეობის მისაღებად წაიყვანენ და მართავენ იანუს ვან კასტერენი, უმცროსი (Janus van Kasteren jr), ვიკ ვერსტეინენი (Vick Versteijnen) და ალბერტ ლლოვერა (Albert Llovera) და ერთი IVECO Trakker-ით, რომლის პილიტიც მიხიელ ბექსი იქნება. წლევანდელ რბოლაში, ზურგის ტკივილების გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს გერარდ დე როოი (Gerard de Rooy), თუმცა იგი საუდის არაბეთში იქნება, გუნდის მხარდასაჭერად.

Petronas-ის გუნდი, De Rooy IVECO, დაკარის რალის ექტრემალურ რელიეფს სამი ცალი IVECO Powerstar-ისა და ერთი Trakker-ის მოდელის ავტომობილით შეეჭიდება. უკვე მე-9 წელია, IVECO ამ გუნდის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ და აწვდის მას სატვირთო ავტომობილების შასის, ძრავებსა და სათადარიგო ნაწილებს. IVECO-ს ყველა სატვირთო ავტომობილს ექნება FPT Industrial-ის მიერ სპეციალურად შექმნილი 1 000 ცხენის ძალამდე სიმძლავრის, IVECO Powerstar -ის ძრავა, რომელიც CNH Industrial’s-ის წარმოებული ძალოვანი აგრეგატების ბრენდს წარმოადგენს.

დაკარის ავტორალი, მისი არსებობის 42-ე სეზონზე, ტოვებს სამხრეთ ამერიკის კონტინენტს და ინაცვლებს ახლო აღმოსავლეთში, სადაც მისი გამათვა განზრახულია საუდის არაბეთის გრანდიოზულ და მრავალფეროვან ლანდშაფტზე. ავტორალის სრულ, 7 500 კმ-ის სიგრძის მარშრუტზე, 5 000 სპეციალური ეტაპია განსაზღვრული. ტრასა, რომლის 75%-ზე უდაბნო მეფობს, მკარ გამოცდას ჩაუტარებს მონაწილე პილოტების სარბოლო და ნავიგაციის უნარებს.

DAKAR 2020 Team/ „დაკარი 2020“-ის გუნდი

იანუს ვან კასტერენი, უმცროსი (Janus van Kasteren jr) „ოფ-როუდის“ მრბოლელია, რომელიც უკვე მესამედ მიიღებს მონაწილეობას დაკარის ავტორალიში და ამჯერზე იგი IVECO Powerstar Evo 3 (vehicle #505)-ის საჭეს მიუჯდება. მის გუნდში იქნებიან მექანიკოსი ფრანკ ვან ჰოოფი (Frank van Hoof) და ნავიგატორი ერვინ ვან დენ ბოში (Erwin van den Bosch). ვან კასტერენი შეეცდება გამოიყენოს წინა ეტაპებზე მიღებული გამოცდილება, რომელთა დროსაც მან რამდენიმეჯერ მოახერხა რბოლის დასრულება პირველ ათეულში, ე.წ. TOP-10-ში.

ყოფილი ოლიმპიური მოთხილამურე Albert Llovera, მიუხედავად ავადმყოფობისა (იგი წელს ქვემოთ პარალიზებულია), მაინც მონაწილეობს ავტორბოლებში. მისი დებიუტი დაკარის ავტორალიში 2014 წელს შედგა და მას მერე, მან მონაწილეობა რბოლის ოთხ სხვადასხვა ეტაპზე მიიღო. ლლოვერა IVECO Powerstar Evo 3 (#517)-ის მეორე სატვირთო ავტომობილის საჭეს მიუჯდება, რომელიც ადაპტირებულია მისი შესაძლებლობებისთვის. მასთან ერთად იქნებიან მექანიკოსი რამონ პეტერსი (Ramon Peters) და ნავიგატორი ფერრან მარკ ალკაინა (Ferran Marc Alcayna).

ვიკ ვერსტეინენმა (Vick Versteijnen) სატვირთოების ტარების გამოცდილება დაკარის ავტო-რალიში ორწლიანი მონაწილეობით შეიძინა. მისი დებიუტი კი 2015 წელს შედგა, როდესაც მან ყველა გააკვირვა იმით, რომ მიუხედავად მისი სატვირთო ავტომობილის პრობლემებისა, მაინც მოახერხა ფინიშის ხაზის გადაკვეთა. გარდა დაკარის ავტორალისა, 2018 და 2019 წლებში იგი მონაწილეობდა Morocco Desert Challenge-ში (მაროკოს უდაბნოს შეჯიბრში). ვერსტეინენი დაკარის 2020 წლის ავტორალიში IVECO Powerstar Evo 2 (#522) სატვირთო ავტომობილით გამოვა, ხოლო მასთან ერთდ იქნებიან მექანიკოსი ანდრეას ვან დენ სანდე (Andreas van den Sande) და ნავიგატორი მარიუს ვან დელ ტოინი (Marius van del Teun).

მიხიელ ბექსი (Michiel Becx) დაკარის ავტორალიში სატვირთო ავტომობილით პირველად მიიღებს მონაწილეობას. მისი მისია იქნება დამატებითი ნაწილებით გუნდის სწრაფი უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ბექსი, IVECO Trakker-ის (#531) საჭეს მიუჯდება. მასთან ერთად იქნებიან გუნდის ყველაზე გამოცდილი მექანიკოსი ბერნარდ დენ კინდერენი (Bernard den Kinderen) და ნავიგატორი ედვინ კიუიპერსი (Edwin Kuijipers).