პრეს-რელიზი

IVECO-მ თბილისს „ევროკარგოს“ მოდელის 15 ცალი, ახალი, ნარჩენების შემგროვებელი მანქანა მიაწოდა

ეს IVECO „ევროკარგოს“ ბრენდის სატვირთო მანქანების მეორე მიწოდებაა „თბილსერვის ჯგუფისათვის“ - კომპანიისთვის, რომელიც თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას ხელმძღვანელობს.

IVECO-ს პარტნიორმა საქართველოში, კომპანია „ჯი თი გრუპმა“, ახლახანს მოიგო მეორე ტენდერი, რომელიც ნარჩენების შემგროვებელი ავტოპარკის განახლებისთვის იყო გამოცხადებული და რომელშიც გათვალისწინებულ იქნა IVECO „ევროკარგოს“ მოდელის რვა ავტომობილის (ისინი 2017 წლიდან ოპერირებენ თბილისში) საექსპლოატაციო მონაცემები და ნარჩენების შეგროვებისა და სატვირთო ავტომობილების შესაბამისობა, ადგილობრივ მოთხოვნებთან.

IVECO-მ თბილისში „ევროკარგოს“ მოდელის, ნარჩენების შემგროვებელი დანადგარებით აღჭურვილი 15 ცალი ახალი ავტომობილი ჩამოიყვანა. ნაგვის შემგროვებელი ახალი ავტომობილების მიმღები შპს „თბილსერვის გრუპია“, რომელიც საქართველოს დედაქალაქში, ნარჩენების შეგროვება-გატანასა და ქალაქის დასუფთავებას ხელმძღვანელობს. ეს შეკვეთა წარმოადგენს ადრე გამოცხადებული ტენდერის გაგრძელებას, როდესაც IVECO-ს პატრნიორმა საქართველოში, კომპანია „ჯი თი გრუპმა“, ქალაქის დასუფთავების კომპანიას, რვა ცალი „ევროკარგოს“ მოდელის ბაზაზე შექმნილი ნარჩენების შემგროვებელი ავტომობილის მიაწოდა.

„ჩვენ გვეამაყება რომ „თბილსერვის ჯგუფმა“ თავისი ავტოპარკის განსაახლებლად, კვლავ „ევროკარგოს“ მოდელი აირჩია. ვფიქრობთ, არჩევანი გაკეთდა „ევროკარგოს“ სანდოობის, მოქნილობისა და მანქანის ფლობის ხარჯების ოპტიმალური ოდენობის გათვალისწინებით. ეს ავტომობილი იდეალურად ერგება დედაქალაქის (თბილისის) ქუჩებში სხვადასხვა ტიპის ნარჩენების შეგროვებისთვის დასახულ მიზნებს. „ჯი თი გრუპის“ დახმარებით, IVECO უზრუნველყოფს თავისი ავტომობილების ეფექტურ სერვისსა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას “ევროკარგოს” მოდელის ტექნიკისთვის. მითუმეტეს, მას ამ მომსახურების გაწევის გამოცდილება უკვე გააჩნია“ - განაცხადა ბ-მა სტიუარტ კემპბელმა, CNH Industrial-ის ბიზნეს-დირექტორმა, რომელიც პასუხისმგებელია იმპორტზე თურქეთში (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ავტომობილები), კავკასიაში და სამხრეთ ცენტრალურ აზიაში (სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო და კომერციული ავტომობილები).

„ევროკარგო“ ML120E22 (4x2 შასი) მოდელის 12-ტონიანი ავტომობილი აღჭურვილია უკანა ამძრავი ხიდით. ნარჩენების შემგროვებელი დანადგარი, რომელიც შასიზეა დამონტაჟებული, შექმნილია თურქული სპეციალიზირებული კომპანიის, EFE Endüstrie Ve Ticaret -ისა და „ჯი თი გრუპის“ თანამშრომლობით.

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის „ევროკარგოს“ ახალმა სატვირთო მანქანებმა დაამტკიცეს, რომ ეს მოდელი გამოირჩევა ექსპლუატაციისა და ფლობის დაბალი ღირებულებით და კარგად ართმევს თავს ურბანული ნარჩენების შეგროვების ამოცანებს; მოდელი განსაკუტრებით ხელსაყრელია ქალაქის პირობებში სამუშაოდ - მუშაობისას ჩუმია და აქვს საწვავის მოხმარების ოპტიმალური, ეფექტური დონე. ამ თვისებების გათვალისწინებით, „ევროკარგო“ იდეალური ავტომობილია ურბანულ გარემოში ოპერირებისთვის, რომელიც ხასიათდება შეზღუდული სივრცეებითა და მჭიდრო სატრანსპორტო მოძრაობით ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში.

განსაკუთრებით მტკიცეა, ფოლადისგან დამზადებული, ძლიერი, H-სტრუქტურის მქონე შასის ჩარჩო, რომელიც ადვილად უძლებს დაუბალანსებელი დატვირთვის სტრესს, ან მოძრაობის მიმართულების უეცარ ცვლას, რაც შეიძლება ხშირად მოხდეს, ნარჩენების შეგროვებისას, ქალაქის პირობებში. მძლავრ ჩარჩოს ემატება ავტომობილის დაბალი საკუთარი წონა (ე.წ. “tare weight”, ინგლ.), რაც უზრუნველყოფს უფრო მაღალ ტვირთამწეობასა და შესაბამისად, მოდელის უფრო მაღალ ეფექტურობას.