IVECO-ს დილერმა, GT Group-მა წარმატებით მიაწოდა მოწინავე ნარჩენების მართვის დანადგარით აღჭურვილი Eurocargo-ს ბრენდის 25 სატვირთო ავტომობილი საქართველოს მუნიციპალიტეტებს.
"ჩვენი პარტნიორობა GT Group-თან სულ უფრო ძლიერდება. თანამედროვე ნარჩენების მართვის 25 სატვირთოს ავტომობილის მიწოდება ცხადყოფს ჩვენს სურვილს, რომ გავაუმჯობესოთ მუნიციპალური მომსახურება საქართველოში," - განაცხადა კორაი კურსუნოღლუმ, IVECO-ს AANZ რეგიონის ხელმძღვანელმა.
ეს ავტოპარკი, რომელიც მოიცავს 12-ტონიან და 18-ტონიან 4x2 ღერძების, ასევე 15-ტონიან 4x4 ღერძების კონფიგურაციებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების შეგროვებისა და მართვის პროცესებს, რაც დაეხმარება საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.