პრეს-რელიზი

IVECO BUS-ი მინას ჟერაისის მთავრობას (ბრაზილია) 900 ავტობუსს მიაწვდის

​ავტობუსები გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის და ყველა მათგანი აღჭურვილია Mobile Armchair Device -ით (მოწყობილობა მობილური ეტლისთვის), იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გადაადგილების შეზღუდვები აქვთ. IVECO BUS-მა უკვე დაიწყო სავადასხვა მოდელის 900 ერთეული ავტობუსის მიწოდება. ეს მოდელებია: CityClass, WayClass, SoulClass და SeniorClass. ეს მიეოდების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია მსოფლიოს მასშტაბით.

ეს კონტრაქტი წარმოადგენს IVECO BUS -ის ლათინურ ამერიკაში და კერძოდ, ბრაზილიაში მოღვაწეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გადამწყვეტ მომენტს. IVECO BUS-ის მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო და კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მზა ავტობუსების სრულ რიგსა და ავტობუსების შასის მოდელებს, რომელბიც შექმნილია რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის შექმნილი მოწყობილობა, ბრაზილიაში 2016 წელს შეიქმნა IVECO BUS-ის მიერ, რომელიც CNH Industrial N.V.-ის ბრენდია (რეგისტრირებული ნიუ-იორკის საფონდო ბირჟზე შემდეგი ინდექსით: NYSE: CNHI /MI: CNHI). მოწყობილობა შშმ პირებისთვის ისეა შექმნილი რომ სავარძელი მანქანის გარეთ გადის, რაც შშმ პირებს საშუალებას აძლევს ავიდნენ და ჩამოვიდნენ ავტობუსიდან სავარძლით.

კომპანიის წარმატებული ტენდერის შემდეგ, ავტობუსების პირველი პარტია უკვე ჩატანილ იქნა პატოს დი მინასის (Patos de Minas) და ტრიანგულო მინეიროს (Triângulo Mineiro) რეგიონებში (ორივე ბრაზილია), სადაც ახალი მანქანები არსებული მუნიციპალური ავტოპარკის ნაწილი გახდებიან და მომსახურებიან საჯარო სკლების მოსწავლეებს.

"პროექტის კონცეფცია ემყარებოდა შშმ მგზავრებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და პრობლემის გადაჭრას, სასკოლო ავტობუსების ოპერატორისთვის. ეს გახლავთ გადაწყვეტილება, რომელიც განხორციელდა ინოვაციური Mobile Armchair Device -ით", ამბობს ჰუმბერტო სპინეტი, IVECO BUS-ის დირექტორი ლათინური ამერიკის ქვეყნებში. "ჩვენი ავტობუსები უზრუნველყოფენ სტუდენტების მგზავრობის კომფორტსა და ინკლუზიურობას. ეს პროექტი გაზრდის ქალაქების სატრანსპორტო შესაძლებლობებს და იგი ეკონომიკურადაც ეფექტური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ყველაზე მეტად, გვაქვს თანამშრომლობის სურვილი, ვუზრუნველვყოთ სამართლიანი და ეფექტური ტრანსპორტირება", დაადასტურა ბ-მა სპინეტიმ.

ავტობუსები, რომლებიც მინას ჟერაისის შტატის მთავრობას მიეწოდება, იმოძრავებენ როგორც საქალაქო, ისე - სასოფლო რაიონებში. ავტობუსები შეიქმნა სკოლებში მიმავალი მოსწავლეების უსაფრთხოებისა და კომფორტულობისთვის და შტატის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და ქსელისთვის ტრანსპორტირების ხარისხიანი საშუალებებით უზრუნველყოფისათვის.